დედაქალაქისა და რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ავარიულად გამოირთო 500 კვ.-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“. ამ წუთებში მიმდინარეობს დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები. როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება, უცნობია.