„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, ვიდრე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ, შიმშილობას აგრძელებს. ის არ გამორიცხავს, კიდევ უფრო რადიკალურ ზომას მიმართოს, თუმცა კონკრეტულ გეგმებზე არ საუბრობს. დღეს მასთან სადაზღვევო კომპანია „არდის“ ჯგუფის ოჯახის ექიმი იმყოფებოდა, რომელმაც ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეაფასა. ამავე დროს ექიმმა მაია ცაავამ მოშიმშილეს რეკომენდაციები მისცა. ხოშტარიას თქმით, მის მოსანახულებლად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, მათი დასახელებისგან თავი შეიკავა. ცოტა ხნის წინ ხოშტარია მისმა თანაგუნდელმა, ნინო გოგუაძემ მოინახულა.