მორიგი დაპირისპირება ქართულ პოლიტიკაში. ოპოზიციური ფლანგი ამჯერად დავით კეზერაშვილის როლზე დაობს. ოპოზიციის მნიშვნელოვანი პარტნიორი თუ ოლიგარქი? კეზერაშვილი ამჯერად ღიად ელენე ხოშტარიამ დაიცვა. „დროას“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი მისი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ხოშტარიამ ნიკა მელია გააკრიტიკა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი არხის ეთერში კეზერაშვილი ოლიგარქად მოიხსენია. „იმპერიას ვებრძვით და ამ დროს მარტივ კითხვაზე რას შვება ოპოზიცია მარტივი პასუხია საჭირო. ვის აინტერესებს „რაზბორკები“. დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ“. – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.
ელენე ხოშტარიას ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, კომენტარები გაკეთდა სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც.