სოციალური მუშაკებისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობაზე ლაპარაკობს დეპუტატი ელენე ხოშტარია. „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ ამ დრომდე მოუგვარებელია სოციალური მუშაკების ტრანსპორტის პრობლემა. ოპოზიციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პარლამენტში არსებულ შეკითხვებზე პასუხები ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა უნდა გასცენ. საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას დღეს სოციალური მუშაკებიც დაესწრნენ და აკაკი ზოიძეს, კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. დეპუტატის ინფორმაციით, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა მაისის ბოლოსთვის იგეგმება.