ელენე ხოშტარია შიმშილობას აცხადებს

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მესამე დღეა, შიმშილობს – მისი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. ხოშტარიას პროტესტის ფორმას პოლიტიკოსები განსხვავებულად აფასებენ. ოპოზიცია ხოშტარიას შეხედულებებს იზიარებს, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ შანტაჟი შედეგს ვერ გამოიღებს.