„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა.
მან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძე და 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პირები მოინახულა. ხოშტარია მიიჩნევს, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით, უკანონოდ არიან დაკავებული. ხოშტარიას თქმით, მან დაკავებულებს ოპოზიციის გეგმები გააცნო.