მსურს, გაერო-ს სახელით განვაცხადო, რომ ჩვენი მთავარი ინტერესია, საქართველოში არსებობდეს მრავალფეროვანი და თავისუფალი მედია, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა. ლუიზა ვინტონის თქმით, მოლოდინი პოზიტიურია, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები დაბალანსებულად გაშუქდება.
მედიაგარემოზე კომენტარი გააკეთა შვედეთის ელჩმაც. მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია.