ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის რეკომენდაციასა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, დღეს კომენტარი გააკეთეს საქართველოში ესტონეთისა და ნიდერლანდების ელჩებმა. ევროპელი დიპლომატები იზიარებენ ოლივერ ვარჰეის მოსაზრებას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი პარლამენტმა შესაფასებლად ვენეციის კომისიაში უნდა გააგზავნოს, ვინაიდან საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებები მნიშვნელოვანია და საჭიროა, ყველა რეფორმა ჰარმონიაში იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან.