ელჩების კონფერენცია 2018

ოთხი დღის განმავლობაში თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2018“ გაიმართება. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახსნის.

მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. სალომე ზურაბიშვილი, მამუკა ბახტაძე და ირაკლი კობახიძე ქართველ ელჩებთან სამუშაო შეხვედრებსაც გამართავენ.

კონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განვლილი წლის საქმიანობას შეაფასებენ და 2019-22 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტს განიხილავენ.

კონფერენციაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი.