გამოსავალი შესაძლებელია იყოს ნაპოვნი, თუ ყველა პარტია პირველ ადგილზე დააყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა. მისი თქმით, გუშინ გაჩნდა შესაძლებლობა, რომელიც პარტიებს მისცემს მეტ დროს, რათა გადაჭრან უთანხმოება და მოაგვარონ პრობლემები, რომელზეც საზოგადოება წუხს. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა რამდენიმე კვლევაში თქვა, რომ აწუხებს მაღალი ფასები, უმუშევრობა ასევე სიღარიბე და პარტიებმა ამ პრობლემების გადასაჭრელად, ერთად უნდა იმუშაონ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო. ჰარცელის თქმით, პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა.
ელჩების განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა.