„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შვედეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ელჩებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს. შალვა ნათელაშვილმა მისი პარტიის დაფინანსების შეწყვეტის საკითხზეც ისაუბრა. მისივე მხრიდან აქცენტი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრისთვის სანქციების დაწესებაზე.