მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული სამუშაოები მიმდინარეობს.
პროცესი 2023 წელს დასრულდება. შედეგად მტირალას ეროვნული პარკისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის პროექტირება და მოწყობა მოხდება. მიმდინარე პროცესს ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნენ.