პოზიტიური შეფასება მსოფლიო ბანკისგან.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ბოლო შეფასებაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვლილია და 5.5-იდან 8.8%-მდეა გაზრდილი, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმოხილვაში მოლოდინების შეცვლა და პროგნოზის კორექტირება გაუმჯობესებულ ეკონომიკურ პარამეტრებს, მათ შორის ფულადი გადარიცხვების მატებას უკავშირდება. თუმცა პროგნოზი შედარებით შემცირებულია 2023 წლისთვის. რაც შეეხება ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს, მომდევნო წელს მსოფლიო ბანკი ფასების ზრდის ტენდენციის კლებას ელოდება. საფინანსო ინსტიტუტი ინფლაციის ზრდის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ურჩევს, ქვეყნისთვის მიცემული მთავარი რეკომენდაცია კი სოციალური დაცვის სისტემების გაუმჯობესებაა.