მიმდინარე წლის ივლისში, ქვეყნის ეკონომიკა 5, 5 პროცენტით შემცირდა. თუმცა ეს მაჩვენებელი წინა თვეებთან შედარებით გაუმჯობესებულია. 2020 წლის შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი, მინუს 5,8 პროცენტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა დარგში გამოვლინდა, გამონაკლისია სამთომომპოვებელი და დამამუშავებელი მრეწველობა. მთავრობის პროგნოზით, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების გამო, წლის ბოლომდე, ქვეყნის ეკონომიკა ოთხი პროცენტი იქნება. 2021 წლიდან კი ზრდის ტენდენცია განახლდება.