ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წელს წინასწარ პროგნოზს გადააჭარბა.
ასეთია საქსტატის მონაცემი, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. სამი სფეროს გარდა თითქმის ყველა დარგში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტენდენცია გამოვლინდა. თუმცა კლება ფიქსირდება ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან დარგში – მშენებლობაში. მთავრობა გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს სწორი ეკონომიკური პოლიტიკით და მზარდი ექსპორტით ხსნის. სფეროს სპეციალისტებს კი აინტერესებთ, რატომ ვერ აისახება ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზე და ხელფასებზე.