ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

9 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 9,8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,3 პროცენტით. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. ხოლო, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.