ივლისში ეკონომიკა 13 პროცენტით გაიზარდა, ეს წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 9.7 პროცენტს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ თვეს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ვაჭრობა. კლების ტენდენცია კი ენერგეტიკის სექტორში დაფიქსირდა.