საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში 6.პროცენტი იყო. ამასთან, წლის პირველ კვარტალში ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 4.7 პროცენტი შეადგინა.
2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა სახის მომსახურების გაწევის დარგებში. ასევე, ზრდა დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში, კლება კი – მშენებლობის დარგში.
2019 წლის ბიუჯეტით ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი საქართველოში 4.5 პროცენტია.