ეკონომიკის გაუმჯობესებული პარამეტრები.
საქსტატის მონაცემებით, გასული თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, წლის დასაწყისიდან აპრილის ჩათვლით კი ეკონომიკის ზრდის დაჩქარებული ტემპი შეიმჩნევა. რეგიონში გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე დადებით ტენდენციებს ეკონომისტები შუა დერეფნის დატვირთვას, ინფლაციის შემცირებას, პანდემიის შემდეგ აღდგენილ ტურიზმის სექტორს და კიდევ რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. არ არის გამორიცხული, რომ პროგნოზი გადაიხედოს.