ეკონომიკის მინისტრის მოსმენა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე

ჩინეთში ვიზიტის გამო ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში განმარტებების გაკეთება მოუხდა.

ორი თვის წინ გამართულ ფორუმში მონაწილეობის გამო ლევან დავითაშვილი საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. „ევროოპტიმისტებს“ აინტერესებს, რა სარგებელი მიიღო ქვეყანამ „ერთი გზა – ერთი სარტყლის“ ფორუმზე დასწრებით. აქცენტი ფორუმში რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობაზე კეთდება. ვიცე-პრემიერმა ოპონენტებს შეახსენა, რომ ფორუმში ქართული მხარე მუდმივად მონაწილეობს და საერთაშორისო ღონისძიებას სტუმრები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდანაც ჰყავს.

თვეების წინ პრემიერის ჩინეთში სტუმრობა და სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების შესახებ გაფორმებული მემორანდუმი დღევანდელ მოსმენაზე პოლიტიკური დებატების და ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა.