ეკონომიკის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

ხმაურიანად მიმდინარეობს ეკონომიკის მინისტრის მოსმენა.

ლევან დავითაშვილი დეპუტატებს „მინისტრის საათის“ ფორმატში პასუხობს. გაზრდილი ფასები, მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, უმუშევრობა – ოპოზიცია სოციალური და ეკონომიკური ფონის გაუარესებაზე მიუთითებს და აინტერესებს, რატომ არ ისახება მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი გაუმჯობესებული ციფრები და ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები მოქალაქეების ჯიბეზე. კითხვა-პასუხის რეჟიმს მინისტრის ანგარიში უძღოდა. ლევან დავითაშვილმა ისაუბრა, რა ნაბიჯები იდგმება მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკურ და ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს როლის გასაზრდელად. ანაკლიის პროექტი, შუა დერეფნის მომავალი, რეფორმები ენერგეტიკის სფეროში, დაგეგმილი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები და გაუმჯობესებული მონაცემები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან გამოსვლის ძირითადი მიმართულებები იყო.