პარლამენტში ნათია თურნავას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.
ეკონომიკის მინისტრმა გამოსვლაში აქცენტი მიღწეულ პროგრესზე, პანდემიის პირობებში ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ფასების ზრდაზე და სიღარიბეზე გააკეთა. მოხსენების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები დაისვა, მათ შორის „ნამახვანჰესზე“ და ანაკლიის პროექტზე.