ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ნებისმიერი ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა და არ იზღუდება მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი, ანუ ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შეჩერებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის 10-კაციანი შეკრებებზე განმარტებისას განაცხადა.