ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო, მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა.
ნათია თურნავას განმარტებით, სააგენტოს ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ეს მინისტრთან და მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო, ასევე ფიქსირდებოდა დარღვევები.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გუშინ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიის პროექტს შეაფერხებდა.