ეკონომიკის მინისტრი საქსტატის 2018 წლის I კვარტლის ბიზნესსექტორის სტატისტიკას გამოეხმაურა

საქსტატის 2018 წლის პირველი კვარტლის ბიზნესსექტორის სტატისტიკას გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიზნესსექტორში საშუალოდ 637 ათასი ადამიანია დასაქმებული, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება. ასევე, მინისტრის თქმით, 20 პროცენტით გაზრდილია მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა. ქუმსიშვილის განმარტებით, მთავრობა აგრძელებს მუშაობას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, რაც ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობაა.