ტელეკომპანია პირველის წილების გადანაწილებაში ვიცე-პრემიერის შესაძლო მონაწილეობაზე პირველი კომენტარი გააკეთა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ბრალდება აბსურდია.
რაც შეეხება ტელეკომპანია იბერიაში მიმდინარე მოვლენებს, ქუმსიშვილი სრულად იზიარებს საკითხზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია პირველის წილების გადანაწილებაში დიმიტრი ქუმსიშვილის და ალექსანდრე ჯეჯელავას დაინტერესებაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ.