საქართველოს ბიზნესასოციაციის ოფისში ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.
მხარეებს შორის შეხვედრა პირველად იმართება და მას გაცნობითი ხასიათი აქვს.
მინისტრი და ბიზნესსექტორი ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.
შეხვედრას ასევე ესწრებიან ბიზნესომბუდსმენი და საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.