დღეიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესმენებს, რომლებსაც წარმოების გაფართოება სურთ, ხოლო ბანკიდან სესხის ასაღებად უზრუნველყოფა არ გააჩნიათ, გარანტორად სახელმწფო დაუდგებათ.
გარანტიები 50 ათასი ლარიდან 2 მილიონ ლარამდე ოდენობის სესხებზე გაიცემა. მსესხებლის ბრუნვა კი ბოლო სამი წლის განმავლობაში 20 მილიონ ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
სიახლე ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესმენებს პირადად გააცნო.