საქართველოს მიმართ წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტმა პროგნოზი შეცვალა.
მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ახალი ანგარიში შეფასებების მთავარი თემაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი მონაცემებით, ქვეყანაში წელს ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან. წინასწარ ნავარაუდები 5,7-ის ნაცვლად 7,6% – ასეთია განახლებული პროგნოზი. მსგავსი მოლოდინია მომავალ წელთან დაკავშირებითაც. გრძელვადიანი, 2024-2029 წლების პროგნოზით კი, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიხედვით ლიდერი პოზიცია ექნება. გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სწორად წარმართული ეკონომიკური პოლიტიკით და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით ხსნის. ოპონენტებს კი აინტერესებთ, რატომ ვერ აისახება გაუმჯობესებული პარამეტრები და გაზრდილი ციფრები მოქალაქეებზე თანაბრად.