ოქტომბერში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 5.7 % შეადგინა.
გაუმჯობესებული მონაცემის ერთ-ერთი მიზეზი ტურიზმია – ოქტომბერში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების მაჩვენებელი თითქმის 9 %-ით იყო გაზრდილი. დადებით ფაქტორებს შორის სახელდება ექსპორტიც, ასევე დინამიკაა ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში. ეკონომისტთა ნაწილი ამბობს, რომ საგარეო და შიდა პროცესების გათვალისწინებით, დღეს გამოცხადებული მონაცემი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.