ეკონომიკის მინისტრი ენგურჰესზე იმყოფებოდა

ეკონომიკის მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ენგურჰესზე იმყოფებოდა. ის შეხვდა ენგურჰესის ხელმძღვანელობას, მოისმინა ინფორმაცია ჰესის საერთო მდგომარეობისა და წყლის დონის შესახებ. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სულ მალე დაიწყება ენგურჰესის რეაბილიტაცია და ის მიიღებს პირვანდელ სახეს. რეაბილიტაციის შემდეგ ენგურჰესის სიმძლავრეც დაუბრუნდება ისტორიულ ნიშნულს. ენგურჰესის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2016 წელს დასრულდა. უკვე დაგეგმილია და უახლოეს პერიოდში დაიწყება კვლევითი სამუშაოები.