ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკება გაიმართა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორთან, ენტონი ფაუჩთანაც.
ეკატერინე ტიკარაძე ამერიკული მხარის წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, მათ შორის ინფექციების კონტროლის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოში ამ მიმართულებით შემუშავებული იქნება ახალი კრიტერიუმები. მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა ქართულ-ამერიკულ პროექტებზე, რომლებიც წლებია, წარმატებით ხორციელდება.