საარჩევნო პლაკატების დაზიანებისა და მათზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატების გადაკვრაზე საუბრობენ პარტიაში „სამართლიანობისთვის“.
ეკა ბესელიას განცხადებით, გუშინ ღამით მის პლაკატებზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა კერესელიძის პლაკატები გადააკრეს. პარტია „სამართლიანობის“ ლიდერი ამბობს, რომ ადგილი აქვს კანონით დასჯად მოქმედებას და ის შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. ეკა ბესელიას ინფორმაციით, ფოტო მასალა უკვე გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკო-ში. ბრალდებას უარყოფენ პარტია „ქართული ოცნების“ მცხეთის შტაბში.