ეკა ბესელიას განცხადება

გამბედაობა არ მაკლია და არც ეკა ბესელიას ჩამოვუვარდები ძალითა და გამბედაობით, – ასე პასუხობს ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ბესელიას განცხადებას.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, იმ მოსამართლეობის კანდიდატთა შორის, რომელთა მხარდაჭერასაც ბიძინა ივანიშვილი ითხოვდა, მიხეილ ჩინჩალაძეც იყო, რაზეც მაშინ მან უარი განაცხადა. როგორც ბესელია ამბობს, ამ შეხვედრას ესწრებოდა თამარ ჩუგოშვილიც, თუმცა მისივე თქმით, ის არ მოელის, რომ ჩუგოშვილი ამას დაადასტურებს. ვიცე-სპიკერის განცხადებით კი, იმ პერიოდში როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 10 კაციანი მოსამართლეთა სია წარუდგინა, ყველა შეხვედრაზე, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გამართულა, მსჯელობდნენ იმაზე თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.