სადამსჯელო ღონისძიებად და პრინციპულად არასწორ გადაწყვეტილებად აფასებს ეკა ბესელია გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით ფრაქციის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ მან ლონდონიდან ისაუბრა, სადაც ვიზიტით იმყოფება და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილება სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიას უკავშირდება.