თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლი „ეგზერსისი“ წარმოადგინეს, რომელიც კომპოზიტორ დავით ევგენიძის მუსიკალურ და პოეტურ ნაწარმოებებსა და მის გრაფიკულ ნახატებზეა აგებული. წარმოდგენა ერთგვარად ზღვრული თეატრალური ნამუშევარია, რომელიც ერთიან სისტემად უჩვენებს მაყურებელს ბგერის, პლასტიკის, სიტყვის, კინოსა და თეატრალური ხერხების საშუალებით ადამიანის ცხოვრებას.
სპექტაკლის რეჟისორი მანანა ბერიკაშვილია, ხოლო ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი.
ვიზუალურ გაფორმებაში გამოყენებულია მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები.
სპექტაკლ „ეგზერსისის“ პრემიერა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურული პროგრამის ფარგლებში შედგა.