ეგვიპტის სამიტი

შედეგის გარეშე დასრულდა ეგვიპტეში გამართული ის სამშვიდობო სამიტი, რომელიც ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტს მიეძღვნა. დასავლელი ლიდერები არაბულ ქვეყნებთან ვერ შეთანხმდნენ და შესაბამისად მხარეებს არც საერთო დეკლარაცია მიუღიათ. როგორც უცხოური მედია წერს, დასავლელი დელეგატები მოითხოვდნენ, რომ დეკლარაციას მკვეთრად უნდა დაეგმო „ჰამასის“ ქმედებები და მიმდინარე ესკალაციაზე პასუხისმგებლობა მისთვის დაეკისრებინა. თუმცა ამ ჩანაწერს არაბული ქვეყნები არ დაეთანხმნენ. საერთო განცხადების ნაცვლად, სამიტის მონაწილეებმა პოზიცია მედიასთან დამოუკიდებლად დააფიქსირეს.