კაიროში ეგვიპტე-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში ეგვიპტიდან საქართველოში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მათ შორის ტურისტულ სექტორში და ასევე ჩამოყალიბდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა კახეთის რეგიონში. ვიცე-პრემიერის შეფასებით, ბიზნესფორუმის ფარგლებში ეგვიპტელი ინვესტორები გაეცნენ საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს და მათი მხრიდან დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდია.