ეძღვნება ნანუკი ყელბერაშვილის ხსოვნას
#აკუსტიკა თბილისის გოგონათა გუნდი – კირიე ელეისონ
ხელმძღვანელი – ომარ ბურდული / არანჟირება – ზვიად ბოლქვაძე
საგალობლის ავტორი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
 
გადაცემა „აკუსტიკას“, რომელიც ქართული მუსიკალური სცენის სიახლეებს დაეთმო, სტუმრობდა თბილისის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი, დირიჟორი ომარ ბურდული. მან გუნდის განვლილ გზასა და წარმატებაზე ისაუბრა.
გადაცემის ჩაწერიდან რამდენიმე დღეში ტრაგიკულად დაიღუპა გუნდის მომღერალი ნანუკი ყელბერაშვილი. „აკუსტიკა“ უთანაგრძნობს თბილისის გოგონათა გუნდის მუსიკალურ ოჯახს და გადაცემისთვის ჩაწერილ სიმღერას უძღვნის მომღერალი ნანუკი ყელბერაშვილის ხსოვნას.