ედიშერ და გიორგი გარაყანიძეები პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ფოლკლორის განვითარებასა და საზღვარგარეთ მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ეთნო-მუსიკოლოგები, ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეები სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა ედიშერ გარაყანიძის შვილიშვილს და გიორგი (გიგი) გარაყანიძის მეუღლეს გადასცა. პრეზიდენტმა გარაყანიძეების მიერ საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ ისაუბრა.