EBU-ს გენერალურმა დირექტორმა პირველი არხის ახალი შენობა დაათვალიერა
ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი დღეს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაშიც იმყოფებოდა. მიმდინარე სამუშაოები მას პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა და სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა დაათვალიერებინეს. ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული შენობა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ მისამართზე 2024 წლიდან გადავა.