ახალი ამბების ასამბლეის ფარგლებში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის დირექტორი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. იმსჯელეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე. განიხილეს დაფინანსების წესი და მისი აუცილებლობა იმისთვის, რომ არხის დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს. დისკუსიას თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძეც ესწრებოდნენ.