ე.წ. რაზდახანის გამშვებ პუნქტზე ე.წ. საბაჟო კონტროლი ამ დრომდე არ დაწყებულა
ოკუპირებულ ახალგორთან ე.წ. რაზდახანის გამშვებ პუნქტზე ე.წ. საბაჟო კონტროლი ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა მურატ ცხოვრებოვმა დააანონსა, ე.წ. კონტროლი გასულ კვირას უნდა დაწყებულიყო. ე.წ. გამშვებ პუნქტზე უკვე დგას ვაგონები, სადაც ე.წ. საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები უნდა განთავსდნენ. ცხოვრებოვის ინფორმაციით, მათთან ერთად, კონტროლს განახორციელებენ ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ისინი გააკონტრილებენ, რომ არ შეიტანონ მესაქონლეობის შედეგად მიღებული პროდუქცია.