ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის 10 პირი დააკავეს

დაკავება ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 პირი დააკავა, ერთს კი ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე თვის განმავლობაში ტარდებოდა. ბრალდებულები კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.