ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი
საქალაქო სასამართლო ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. პროცესი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრია დაკავებული. საქმე ეხება თაღლითური გზით შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილი რამდენიმე მილიონი შვეიცარიული ფრანკის დაუფლებას. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაკავებულთა ნაწილის პოზიცია ცნობილია, ისინი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. ცნობილია ისიც, რომ უფლებადამცველები სასამართლოს ბრალდებულთათვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ.