ე.წ. ქოლცენტრების საქმე - ტრანსნაციონალური დანაშაული
ე.წ. ქოლცენტრების ახალი მასშტაბური საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა გახსნილად ცხადდება.
საქართველოში და კიდევ სამ ქვეყანაში ოპერაციები ქართულმა და ექვსი ქვეყნის საგამოძიებო უწყებებმა ერთობლივად ჩაატარეს. საუბარია ხუთი ე.წ. ქოლცენტრის და ათეულობით ადამიანის ბინების თუ მანქანების ჩხრეკაზე. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში აიყვანეს. გამოძიების მიხედვით, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი სხვადასხვა ქვეყანაში დაფუძნებული კომპანიების ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრებს ხსნიდნენ, ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს იყენებდნენ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა კუთვნილ სოლიდურ თანხებს თაღლითური გზით ეუფლებოდნენ. პოლიტიკური შეფასებების დროს მმართველი გუნდიდან რამდენჯერმე გაკეთდა მინიშნება, რომ სკანდალურ საქმეში შესაძლოა დავით კეზერაშვილიც ფიგურირებდეს. ეს ეჭვები თავდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის ოფისში ჩატარებულმა ჩხრეკამაც გააძლიერა.