ე.წ. მუყაოს ქალაქში საცხოვრებელი კორპუსები აშენდება
ბათუმში მასშტაბური სამშენებლო პროექტი იწყება.
მრავაწლიანი ლოდინის შემდეგ ე.წ. მუყაოს დასახლებაში მცხოვრები ბინადრებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. სამშენებლო სამუშაოებისთვის დასახლების მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული პროექტისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. დასახლებაში ამ დროისთვის 1 600-ზე მეტი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველები, ეკომიგრანტები და უსახლკაროები. პირველ ეტაპზე 600-მდე ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება.