ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევი ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, მეორე ტურის ჩატარების შემდეგ დათვლილია ხმების 85%-ზე მეტი.

ხმების 53.67% აქვს ალან გაგლოევს. ანატოლი ბიბილოვს კი „ამომრჩევლების“ 41.3%-მა დაუჭირა მხარი. ანატოლი ბიბილოვმა პარტია „ნიხასის“ ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა.