ე.წ. აფრასიძეების საქმე „ახალ კვირაში“ 21 საათზე

რას ნახავთ გადაცემაში „ახალი კვირა” ზუსტად 21 საათზე: 2004 წელს სვანეთში, აფრასიძეების ოჯახში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ომეხ და ევგენ აფრასიძეები დაიღუპნენ.

მაშინდელი ხელისუფლება აფრასიძეებს სხვა დანაშაულებთან ერთად, კახა კალაძის ძმის და 15 წლის მარიამ გოგინაშვილის გატაცებაში ადანაშაულებდა და სპეცოპერაციის ჩატარებას ამ მიზეზით ხსნიდა.

სპეცოპერაციის მონაწილე შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მკვლელობის მუხლებით  დაიწყო, თუმცა წაუყენებენ თუ არა ბრალს მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს, ჯერ უცნობია.

„ახალი კვირა“ აფრასიძეების ოჯახის წევრებთან მესტიაში, სოფელ ეცერში ჩავიდა. ოჯახის წევრები სპეცოპერაციის ღამეს დეტალურად ყვებიან.

ასევე ნახეთ, როგორ პასუხობს ოჯახის ბრალდებას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე და როგორ იხსენებს 2004 წლის 24 მარტს.

ზუსტად 21:00 საათზე „ახალ კვირაში“ ნახეთ ბელა ზაქაიძის რეპორტაჟი სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე.