ებრაული ინვესტიციით ძველ თბილისში ახალი სასტუმრო აშენდება.
12 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის დაწყება დღეს თბილისის მთავრობის და ისრაელიდან ჩამოსული ბიზნესმენების მონაწილეობით აღინიშნა.
საფუძველი ჩაეყარა სასტუმროს მშენებლობას, რომელიც არქიტექტურულად მთლიანად მორგებული იქნება ისტორიულ უბანზე.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასევე ბიზნესმენები, ქნესეთის წევრები, ებრაული მედიასაშუალებები, ანალიტიკოსები და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სასტუმრო საქართველო ისრაელის ბიზნესპალატის წევრ კომპანიას ეკუთვნის. პალატის ეგიდით საქართველოში უკვე ნახევარი მილიარდი დოლარის ებრაული ინვესტიციაა შემოსულია. ბიზნესმენები ამბობენ, რომ ეს ახალი პროექტი სტიმული იქნება სხვა ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ინვესტიციები დააბანდონ.